ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსთაველის თეატრი მწვანე ბარათებზე: ვფიქრობთ, უსაფრთხო გარემოში მაყურებელთა რაოდენობა გაიზრდება
03 დეკემბერი, 2021

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედების შემდეგ ბილეთები ჩვეული ტემპით იყიდება.

„4 დეკემბერსაა პირველი სპექტაკლი და შედეგზე საუბარი ნაადრევია. ალბათ 2 კვირა ან 1 თვე მაინც იქნება საჭრო იმისთვის, რომ შედეგზე ვისაუბროთ. ვფიქრობთ, უსაფრთხო გარემოში უფრო უნდა მოვიდეს მაყურებელი,“ - აცხადებენ რუსთაველის თეატრში.  

ცნობისთვის, საქართველოში "მწვანე პასპორტი" 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა. პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში 6-თვიანი შეზღუდვა მოხსნილია, რაც ნიშნავს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.

1-ელი დეკემბრიდან კინოთეატრებსა და თეატრებში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება. 

მოქალაქეებს მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეუძლიათ შესვლა: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების  ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში,სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების-საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.