ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსთაველზე სასტუმრო Hyatt Regency-ის მშენებლობა ივლისში დაიწყება
17 ივნისი, 2017

რუსთაველზე სასტუმრო Hyatt Regency-ის სამშენებლო სამუშაოები მომავალი თვიდან დაიწყება. როგორც კომპანია „რუსთაველი ფროფერთისის" ხელმძღვანელი მინდია გადაევი „რადიო კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს „საპარტნიორო ფონდთან" , რომელიც პროექტში უნდა შევიდეს, ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა პროექტის დაკრედიტება უზრუნველყოფილია და მის განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება.

"გვეგონა, საბუთების მოწესრიგება უფრო სწრაფად დასრულდებოდა, თუმცა „საპარტნიორო ფონდი" მოგვიანებით შემოგვიერთდება. პროექტის დაკრედიტება უზრუნველყოფილი გვაქვს. დამფინანსებელი გვყავს, მაგრამ ჯერ არ გვყავს გამოცხადებული. ეს მოხდება ევროპული მოდელით, ანუ ექსპორტის ფინანსირების სქემით გაკეთებული დაკრედიტება" – აცხადებს გადაევი

მისივე თქმით, მშენებლობისთვის გენერალური კონტრაქტორი ტენდერის საფუძველზე შეარჩიეს, ეს არის საერთაშორისო კომპანია „აეკომის" პოლონური ფილიალი . პირველი ეტაპის შემსრულებელი კი ქართული კომპანიაა. სასტუმროს მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება . სასტუმრო 170 ნომრიანი იქნება.

„რუსთაველი ფროფერთისმა" იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა აუქციონზე შეიძინა. პროექტში 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.