რუსული სარესტორნო ჰოლდინგი Ginza Project ბათუმში შემოდისრუსეთში ერთ-ერთი წარმატებული სარესტორნო ქსელი Ginza Project-ი საქართველოში შემოდის.
"კომერსანტი" რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი ობიექტი ოქტომბერში, ბათუმში გაიხსნება, სულ ქვეყანაში 2 რესტრონის გახსნა იგეგმება. ქსელის ქართული პარტნიორია ORBI Group-ი და სწორედ კომპანიის შენობებშიც გაიხსნება რესტორნები. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერგელიძემ განაცხადა, რომ Ginza Project-ის პირველი ობიექტი ოქტომბერში ახალ კომპლექს Seа Towers-ში გაიხსნება, სადაც უკვე გამოყოფილია შესაბამისი ფართი - 3000 კვ. მ. დღეს ეს არის ყველაზე დიდი შენობა ბათუმის სანაპიროს პირველ ზოლში და ის შედგემა 3 კორპუსისგან - ორი 25-სართულიანი და ერთი - 34-აინი. სულ კომპლექსშია 1 400 აპარტამენტი. Ginza Project-ში ადასტურებენ ბათუმში შესვლას, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. Ginza Project-ის მეორე რესტორანი გაიხსნება ცათაბჯენ Twin Towers, რომლის მშენებლობაც 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება. კომპლექსში იქნება 6 500 აპარტამენტი, და ის იქნება მსოფლიოში სიდიდით მე-6 აპარტ-ოტელი. ორი კოშკიდან ერთი - 45-სართულიანი - უკვე აშენებულია, მეორე - შენდება.
მათ შორის განლაგდება კავკასიაში ყველაზე დიდი (150 000 კვ.მეტრი), სავაჭრო-გასართობი კომპლექსი. იქ ასევე იქნება სპორტული დარბაზი, აუზი და რესტორანი სახურავზე - სწორედ Ginza Project-ის რესტორანი. დეველოპერთან დაახლოვებული წყაროები ამბობენ, რომ ეს იქნება ქართული რესტორანი, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. საქართველო Ginza Project-ის მე-4 უცხოური ბაზარია ინგლისის, შტატების და აზერბაიჯანის შემდეგ.
www.travelingeorgia.ge