ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსულმა ავიაკომპანიებმა დასავლეთის სანქციებს გვერდი აუარეს, რითაც სათადარიგო ნაწილების დეფიციტის პრობლემა გადაჭრეს
07 აგვისტო, 2023

მხოლოდ 2023 წელს რუსულმა ავიაკომპანიებმა დასავლეთის სანქციების მიუხედავად 171 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავების ნაწილების მიღება შეძლეს, აჩვენა verstka-ს გამოძიებამ.

გამოცემამ მიიღო საიდუმლო მონაცემები საბაჟო სტატისტიკის შესახებ, რამაც შესაძლებელი გახადა რუსეთში იმპორტის რეალურ დროში შეფასება.

ოთხმა მთავარმა რუსულმა ავიაკომპანიამ Aeroflot-მა, S7 Airlines-მა, Rossiya-მ და Pobeda-მ 2023 წელს თავიანთი თვითმფრინავებისთვის 110 მლნ დოლარის ღირებულების დასავლური კომპონენტები შეიტანეს.

verstka-ს ცნობით, Aeroflot-მა რუსეთში ამერიკული კომპანია Honeywell-დან 7,5 მლნ დოლარის სათადარიგო ნაწილები შეიტანა, ხოლო მეორე ამერიკული კომპანია Woodward-დან 4,5 მლნ დოლარის, Boeing-დან 2,5 მლნ დოლარის და ასევე ფრანგული Safran Nacelles-დან 4,5 მლნ დოლარის ნაწილები შეიტანა.

2023 წლის მარტში, S7 Airlines-ის შვილობილი კომპანია Globus Airlines-მა რუსეთში ფრანგულ-ამერიკული კომპანია CFM International-ისგან Airbus A320-ის ოჯახის თვითმფრინავებისთვის 7,5 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ტურბორეაქტიული ძრავები შეიტანა.

იმავე თვეში S7-მა რუსეთში Embraer E170-თვის ამერიკული General Electric-ის ძრავა შეიტანა, რაშიც 4,4 მლნ დოლარი გადაიხადა.

Pobeda-მ წელს ამერიკული Honeywell-დან $3,5 მილიონზე მეტი ღირებულების სათადარიგო ნაწილები შეიტანა ქვეყანაში, ხოლო Rockwell Collins Inc–დან და Boeing-დან $2 მილიონზე მეტი ღირებულების ნაწილები.

2023 წელს Rossiya Airlines-მა მიიღო მხოლოდ Honeywell-ის სათადარიგო ნაწილები 6 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების, აღნიშნავს verstka.

ირკვევა, რომ რუსულმა ავიაკომპანიებმა მიიღეს კომპონენტები დასავლელი მწარმოებლებისგან ჩინეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების გავლით.

უცხოური თვითმფრინავების სანქცირებული სათადარიგო ნაწილების ნაწილი რუსეთში პატარა კომპანია Protector-მა შეიტანა.

გამოძიების თანახმად, მან 2023 წლიდან ქვეყანაში მინიმუმ 61 მლნ დოლარის ღირებულების თვითმფრინავის ნაწილები შეიტანა. მათ შორისაა ექვსი ძრავა ამერიკული და ევროპული Boeing 767, Boeing 737 და Airbus A320 თვითმფრინავებისთვის. Protector-მა სათადარიგო ნაწილები არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ტაილანდის ფირმების დახმარებით მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული სამოქალაქო ავიაცია გახდა ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული დასავლეთის სანქციების სექტორი, როგორც ჩანს, რუსულმა ავიაკომპანიებმა მოახერხეს ყველაზე კრიტიკული პრობლემის გადაჭრა – სათადარიგო ნაწილების ნაკლებობა, ასკვნის verstka.

გამოცემის გამოძიებამ აჩვენა, რომ პარალელური იმპორტი საშუალებას აძლევთ კომპანიებს რუსეთში შეიტანონ ნებისმიერი ნაწილი, რაც ნიშნავს ევროპულ და ამერიკულ სანქციებს გვერდის ავლით.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.