ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს რუხის ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდა. ის რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზეა განთავსებული.
ცენტრი სექტემბერში გაიხსნება და აღჭურვილი იქნება ყველა იმ სერვისით, რომელსაც თბილისისა და ზუგდიდის ტექნოპარკები სთავაზობს მომხმარებელს.
რუხის ინოვაციების ცენტრის მეშვეობით ადგილობრივ ახალგაზრდებს, კერძო კომპანიებსა თუ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.
www.travelingeorgia.ge