სოფელ რუხში მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ამ ეტაპზე კორპუსებში შიდა სამუშაო მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 მლნ. ლარია.
უკვე მოწყობილია აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. დასრულებულია დამხმარე ნაგებობების,სამრეცხაო და სასადილო კომპლექსის მშენებლობა, მონტაჟდება სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა.
კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომები და შიდა გზები.
პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ადგილმდებარეობის თვალსაზრისით. ამოქმედების შემდეგ, საავადმყოფო რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება.
კლინიკა 220 საწოლზეა გათვლილი. სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის იფუნქციონირებს 100 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, დასრულების შემდეგ, ობიექტი ოპერირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.
www.travelingeorgia.ge