ნატურალური ღვინოების ექსპორტი მზარდია.
"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოდან 8 თვეში უცხოეთის ბაზრებზე 169 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო გავიდა, თითქმის 17%-ით მეტი შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი ჯერ კიდევ რუსეთია, შემდეგ პოზიციებზე კი პოლონეთი და უკრაინაა, წამყვან ბაზრებს შორისააა ასევე ჩინეთი, ყაზახეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
მნიშვნელოვნად, 40%-ით არის ასევე გაზრდილი მოთხოვნა საქართველოში წარმოებულ სპირტიან სასმელებზე, მისი ექსპორტიდან ქვეყანამ 115 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ შემთხვევაშიც რუსეთი ლიდერია, მეორე და მესამე პოზიციაზე კი უკარაინა და საფრანგეთია.
ბიზნესი რუსთავი 2