ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Ryanair-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის
17 მაისი, 2019

Ryanair-ი ევროპის ქვეყნებიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით იფრენს.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ავიაკომპანიასთან დიდი ალბათობით ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება.

როდის შემოვა კომპანია ბაზარზე წინასწარ საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია და დაანონსება ნაადრევია. მიმდინარე მოლაპარაკებების თანახმად, კომპანიის რამდენიმე რეისით შემოსვლა განიხილება. დიდი ალბათობით კომპანია თბილისის და ქუთაისის აეროპორტების მიმართულებით იფრენს, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

Ryanair-თან მოლაპარაკებების ახალი ეტაპი რამდენიმე თვის წინ პრემიერის დავალებით დაიწყო.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.