ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი – ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო საათნახევრით შემცირდება
20 სექტემბერი, 2019

ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის, ბაღდათი-აბასთუმნის მონაკვეთის 6 კმ-იანი მონაკვეთის (კმ75-კმ81) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიწისა და გეოდეზიური სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სამუშაოების ღირებულება 12 888 888 ლარია

„ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო საათნახევრით შემცირდება, რაც რეგიონის სოციალ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

უწყების ცნობით, ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საერთო სიგრძე 61,5 კმ-ია. პროექტი 2018 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2022 წელს იგეგმება.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.