ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საახალწლოდ "ბორჯომი ლიკანი" სტუმრებს უამრავ შეთავაზებას სთავაზობს
25 დეკემბერი, 2023

საახალწლოდ "ბორჯომი ლიკანი"  სტუმრებს უამრავ შეთავაზებას სთავაზობს. სასტუმროს ოფიციალური ვებგვერდიდან სტუმრებს ნებისმიერ პერიოდში 25%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ ნომრის დაჯავშნა სპეციალური პრომო კოდით, მას  კი  "ბორჯომი ლიკანის" პლატფორმაზე, შეთავაზებებში აღმოაჩენენ.

"გარდა ამისა ერთგულ მომხმარებლებს დაბადების დღის საჩუქრად 30%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ. მაგალითად, თუ სტუმარს დაბადების დღე აქვს დეკემბრის თვეში, შეუძლია ნებისმიერი ნომერი სასურველი პერიოდით დაჯავშნოს 30%-იანი ფასდაკლებით როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე მეგობრებისთვის და თანხმლები პირებისთვის.

მეგობრებსა და ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ 30%-იანი ფასდაკლებით დაუჯავშნონ ნომერი იუბილარს და საუკეთესო საახალწლო საჩუქარი გაუკეთონ.

საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში შესაძლებელია ჯავშნის ღირებულების  ნაწილ-ნაწილ გადახდა და უპროცენტოდ 4 თვეზე განაწილება. ასევე ჩვენთან შესაძლებელია პლუს ქულებით გადახდა.

ვინც ბორჯომი ლიკანის სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ცენტრით არის დაინტერესებული, მათთვისაც გვაქვს გამორჩეული შეთავაზება: 7 ან მეტი ღამის დაჯავშნის შემთხვევაში სტუმარი საჩუქრად  მიიღებს გამაჯანსაღებელ პროგრამას, რომელშიც შედის 21-ზე მეტი სხვადასხვა სამკურნალო პროცედურა. პროგრამის ინდივიდუალური შერჩევა სტუმრისთვის მოხდება ჩვენი გამოცდილი ექიმების მიერ.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ბორჯომი ლიკანში" დაგეგმილია საახალწლო ღონისძიება. ადგილები შეზღუდულია და სულ უფრო ცოტა ადგილი რჩება. სტუმრებს ელოდებათ დაუვიწყარი საღამო, გალა ვახშამი ქართული ტრადიციული კერძებით, უამრავი გასართობი აქტივობა და პრიზები, ფოიერვერკი, ცალკე საახალწლო გასართობი პროგრამა  ბავშვებისათვის, ქართული ეთნო-მუსიკალური ჯგუფი "ჩვენებურებისა“ და  DJ – LVN-ის პერფორმანსი,"-აცხადებენ სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" ადმინისტრაციაში. 

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.