საბაგიროები, გზები, ლაღამის უბნის პროექტი - პრემიერი სვანეთის პროექტებს აანონსებს
პრემიერი მესტიაში მერობის კანდიდატის წარდგენასთან ერთად სვანეთში ახალი პროექტების დაწყებას აანონსებს.
პროექტებს შორისაა, ჰაწვალისა და თეთნულდის საბაგიეროები.
"მთავრობა ლაღამის უბნის რეაბილიტაციას იწყებს. ეს არის 33-მილიონიანი პროექტი, ის ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრს გააჩენს ამ ულამაზეს მხარეში. ასევე, ჩემი დავალებით ვმუშაობთ, რომ მესტიაში ახალი ცენტრალური პროექტი მოეწყოს, 5-6 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტის განსახორციელებლად, მიმდინარეობს გზების მშენებლობა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის უშგულის გზა, რომელსაც 2022 წელს დავასრულებთ და მთლიანად ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ჯდება 100 მილიონი ლარი, დასრულდება მაქსიმუმ 2 წელიწადში. ასე, რომ ჩვენ განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.
მესტიაში ბოლო პერიოდში 14 ახალი სასტუმრო დაფინანსდა, თანადაფინანსება განახორციელა ეკონომიკის სამინიტრომ. ძალიან ბევრი ახალი, მათ შორის მცირე და მიკროსაწარმო დაფინანსდა, 330-ზე მეტი პროექტი. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება და კიდევ უფრო გაათმაგებული ტემპებით განვითარება. განვითარება, შრომა და მუშაობა უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. დანარჩენს ჩვენი გუნდი მიხედავს. ჩვენ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის და პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. ქვეყანას და ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება და რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, ის ექნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
business-partner.ge