5 სართულიან სასტუმრო აშენდება თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში. არქიტექტურის სამხარურიდან კომერსანტის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ორბელიანის მოედანის მიმდებარედ, ფხოვის ქუჩაზე, რკინიგზის საბაჟოს ყოფილი უფროსი ზვიად შავიშვილი დაახლოებით 20- ნომრიან სასტუმროს ააშენებს. მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 2 აპრილს გაიცა.

არქიტექტურის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ საპროექტო შენობის პირველი სართული ქუჩის მიმართულებით მაქსიმალურად გახსნილია და ქუჩას პატარა გამწვანებულ ეზოსთან აკავშირებს. ფასადი შეადგენს ულტრა გამჭირვალე, ლოკალურად დაბურულ, ორმაგ მინაპაკეტს.
შენობის მიწის პირა სართული შესრულებულია აგურის მოპირკეთებით და პანორამული დასაკეცი კარებებით, რომელიც იკეცება ღობის ცალ მხარეს და მაქსიმალური გახსნილობის საშუალებას იძლევა. შენობის შემდგომი სართულები შესრულებულია ბეტონის მონოლითური კონსტრუქციით და შედგენს სამ პლასტს, რომელიც დინამიურად აგრძელებს მეზობელი შენობის პროპორციებს .

გამწვანდება მოხდება სუროს სხვა და სხვა სახეობების მარადმწვანე და მოყვავილე სუროსებრი ოჯახის მცენარეებით. ასევე იგეგმება გამწვანებული კედლის მოწყობა. სასტუმროს კონცეფცია ითვალისწინებს ინტერიერის და ექსტერიერის მაქსიმალურ გამწვანებას.
www.companyinfo.ge -ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ზვიად შავიშვილი შპს პრიმა-დიღომის 40.00%-ს ფლობს ასევე შპს თოლიას 53.00%-ს და შპს თიემ ჯგუფის 100.00%-ს.

Commersant.ge