ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საჩხერეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
23 ოქტომბერი, 2018

საჩხერეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. რიგით 57-ე საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას მიეცემა საშუალება, ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისით, უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერებით და ვიდეოკონფერენციის აპარატურით. 

ადგილობრივები ისარგებლებენ ელექტრონული და ადგილზე არსებული ბიბლიოთეკით. 
 
საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს, აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ. ამავე საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.