ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საცხენოსნო ტურიზმის ფედერაციის ინიციატივით, 2023 წლის 22 ოქტომბერს ერწო-თიანეთის მხარეში გაიმართება დოღი
18 ოქტომბერი, 2023

საქართველოს მეცხენეობის, დისტანციური დოღის და საცხენოსნო ტურიზმის ფედერაციის ინიციატივით, 2023 წლის 22 ოქტომბერს ერწო-თიანეთის მხარეში გაიმართება დოღი.


ხევსურული ტრადიციული დოღი მოიცავს ადგილობრივი მოსახლეობის საცხენოსნო კულტურის და რიტუალის ელემენტებს. მონაწილეები იქნებიან ერწო-თიანეთიდან, ხევსურეთიდან, თუშეთიდან, კახეთიდან, პანკისის ხეობიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან.


ეკო-ტურისტული მიმართულებების და საცხენოსნო ტურიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ახალი სასწავლო პროგრამის, გამყოლის პროფესიის და პროექტ „გიდების მარათონის“ პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიებას მხარს უჭერენ ტურ-ოპერატორები, გიდები და „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“.


ღონისძიებას დაესწრებიან უცხოელი დიპლომატები, ჟურნალისტები, ტურიზმის სფეროს და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ცხენების მოყვარულები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
დოღი გაიმართება სოფლების დევენაათხევისა და ხევსურთსოფლის (თიანეთის მუნიციპალიტეტი), მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე აძეძის ხიდთან.


თარიღი: 22 ოქტომბერი, 2023
შეკრების დრო: 12:00 / დასაწყისი 13:00
ღონისძიების ხანგრძლივობა: 1 სთ
ადგილი: სოფ. დევენაანთხევი /ხევსურთსოფელი / მდ. აძეძის ხიდთან
განრიგი: შეკრება, მონაწილეების რეგისტრაცია, სიტყვით გამოსვლა და წარდგენა, დოღი, დაჯილდოება, ხალხური რეწვის ნიმუშების და ახალი პლატფორმა ACT-ის წარდგენა...
ორგანიზატორები, პარტნიორები და მხარდამჭერები: ადგილობრივი მოსახლეობა; საქართველოს მეცხენეობის, დისტანციური დოღის და საცხენოსნო ტურიზმის ფედერაცია; ბიო- მეურნებათა ორგანიზაცია „ელკანა“;“ჰორსბექ ჯორჯია“; „ლოსთ რიჯის“ რანჩო; გიგა  ხარხელაური და ჯგუფი „საბადური ჰორსებექი“.


დოღში მონაწილეობის მისაღებად საკონტაქტო პირი: გიგა ხარხელაური 551135992
ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საკონტაქტო პირი: ნინო არდიშვილი 595777670
მედიასთან და პარტნიორებთან ურთიერთობის საკონტაქტო პირი: ია თაბაგარი 599581175

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.