ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სად და ვინ ყიდის ქართულ ბრენდს?
20 იანვარი, 2023

წლიურ ჭრილში მიზერული ზრდაა ბრენდის ექსპორტის მიმართულებით. არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ბრენდის ექსპორტი მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა.

2022 წელს საქართველომ ექსპორტზე 42 416 070 ბოთლი ბრენდი გაიტანა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 42 206 479 ბოთლი, შესაბამისად ზრდა მხოლოდ 209 591 ბოთლი ბრენდის ექსპორტია.

სამაგიეროდ 12%-იანი ზრდაა ექსპორტირებული ბრენდის ღირებულებით ნაწილში. სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2022 წელს უცხოეთის სხვადასხვა ბაზრებზე ექსპორტირებული ბრენდის საერთო ღირებულებამ 87 512 112 დოლარი შეადგინა, 2021 წელს კი 78 337 399 დოლარი.

თუ კი არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს 2012 წლის სტატისტიკას შევადარებთ ნათელია, რომ ბრენდის ექსპორტი ბოლო 10 წლის განმავლობაში 557%-ითაა გაზრდილი, ხოლო ფულად გამოსახულებაში კი 320%-ით.

ქართული ბრენდის ტოპ-5 საექსპორტო ბაზარი კი ასე გამოიყურება: 

  1. რუსეთი
  2. უკრაინა
  3. ბელარუსი
  4. ლატვია
  5. ყაზახეთი.

ხოლო რაც შეეხება ექსპორტიორ კომპანიებს ლიდერები ბრენდის ექსპორტის მინართულებით „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ასკანელი ძმები“ და Bolero & Company არიან. 

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.