ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სად იყიდება და რა ღირს ქართული ყველი - TOP-5 საექსპორტო ბაზარი
23 აგვისტო, 2022

ქართული ყველის ექსპორტი მცირეა, მცირეა საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალიც, თუმცა სტატისტიკის მიხედვით მასზე მოთხოვნა მზარდია.

2022 წლის იანვარ-ივლისში 374 680 დოლარის ქართული ყველი და ხაჭო გავიდა, სულ 35 ტონა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 8.2%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში წარმოებული ყველი სულ 7 ბაზარზე შედის, საექსპორტო ქვეყნებში კი აშშ ლიდერობს, სადაც საექსპორტო ქართული ყველის 85% იყიდება. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორეა კანადა.

საშუალო ფასის მიხედვით ყველაზე ძვირი ქართული ყველი ჰონ-კონგშია, 1 კილოგრამი ქართული ყველის საექსპორტო ფასი $18-ია, კანადაში  - $15, აშშ-ში - $10.

ყველის და ხაჭოს საექსპორტო ბაზრები

  • აშშ - $305 000 - 29.69 ტონა
  • კანადა - $49 000 - 3.2 ტონა
  • ჰონგ-კონგი - $7 000 - 0.4 ტონა
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - $5 500 - 0.77 ტონა
  • აზერბაიჯანი - $4 310 - 0.59 ტონა
  • სინგაპური - $13.25 ათასი

აღსანიშნავია, რომ სულ საქართველოდან ექსპორტზე იანვარ-ივლისში 714 120 დოლარის ყველი გავიდა ექსპორტზე, თუმცა აქედან $340 000-ის რეექსპორტია და სრულად სომხეთში გავიდა.

ამავდროულად საქართველოში გაზრდილია ყველის იმპორტიც, ღირებულებით გამოსახულებაში 41%-იანი ზრდაა, მოცულობა კი მხოლოდ 10%-ით არის გაზრდილი. სულ 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 10.8 მლნ დოლარის 2 372 ტონა ყველი იყიდა (2021 წლის იანვარ-ივლისში 7,65 მლნ დოლარის 2000 ტონა).

ყველის და ხაჭოს იმპორტიორი ქვეყნები

  • გერმანია - $2.17 მლნ - 438 ტონა
  • თურქეთი - $1.543 მლნ - 403 ტონა
  • რუსეთი - $1.451 მლნ - 463 ტონა
  • პოლონეთი - $1.093 მლნ - 201 ტონა
  • ნიდერლანდები - $0.976 მლნ - 180 ტონა

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.