წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ახლოვდება და ყველა ფიქრობს იმაზე, თუ სად შეხვდეს ახალ წელს - სახლში, ოჯახურ გარემოში, ქუჩაში, ქალაქგარეთ, თუ რესტორანში. „კომერსანტმა“ მკითხველისთვის 8 ყველაზე სასურველი და განსაკუთრებული ადგილი შეარჩია, რომელიც ახალი წლის ღამეს ყველასთვის დაუვიწყარს გახდის.
ჩვენი რეკომენდაცია რეიტინგის გარეშეა წარმოდგენილი და მხოლოდ მკითხველის გემოვნება გადაწყვეტს, რომელი აირჩიოს.
„ლოპოტა სპა რეზორტი“
თუ გხიბლავთ აზრი, რომ ახალ წელს თქვენი ბედნიერი განწყობისთვის შექმნილ მიკროსამყაროში - ქალაქგარეთ, ტბის პირას, რჩეული მუსიკით შეხვდეთ, მაშინ „ლოპოტა სპა რეზორტი“ გიმასპინძლებთ. „ლოპოტა სპა რეზორტი“ სტუმრებისთვის 2-დღიან სადღესასწაულო პროგრამას ამზადებს - „ბედნიერი წლის დასაწყისი ლოპოტაზე 2023.
31 დეკემბრის ღამეს ლოპოტაზე სტუმრებისთვის იმღერებენ: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, Janngo, Nikala, სპეციალური სტუმარი კატო კვარაცხელია იქნება. გაიმართება სადღესასწაულო გალა ვახშამი.
დღესასწაული 1-ელ იანვარს, ტბის პირას მოწყობილ საშობაო სოფელში გაგრძელდება. გაიმართება საბავშვო სათავგადასავლო აქტივობები და დღესასწაულის ჯადოსნურობას კოსტიუმირებული საცირკო წარმოდგენა გაუსვამს ხაზს. ტბის პირას გიორგი გიგაშვილის, ნინი ნუცუბიძის, Janngo-ს და კატო კვარაცხელიას „ჯემ სეიშენი“ მოეწყობა. სტუმრების განწყობაზე DJ. იზრუნებს.
1-ლი იანვრის საღამოს, „შატო ბუერაში“ დინი ვირსალაძესთან ერთად ჯაზის საღამო გაიმართება.
1-ელ იანვარს რესტორან „კახურ კუთხეში“ ტრიო „ბალადა“ იმღერებს.
ადგილების დასაჯავშნად დარეკეთ: +995 322 400 400
თეატრი „წისქვილი ჯგუფი“
2023 წლის შესახვედრად, თავბრუდამხვევ საახალწლო შოუზე „თეატრში“ გეპატიჟებით.
პირველად საქართველოში, სპეციალურად ამ დღისთვის მიუზიკლი Mamma Mia დაიდგმება ქართულად. სცენაზე გაცოცხლება Théâtre de Broadway, ანა ქურთუბაძისა და თეატრის მოცეკვავეთა დასის შესრულებით.
ნინო ქათამაძისა და ჯგუფ Insight-ის შთამბეჭდავი შესრულება კი, მაყურებელს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.
ამ ყველაფერთან ერთად, ბრენდ-შეფი, ალექს ნათაძე, სპეციალურად ახალი წლისთვის შექმნილ კერძებს შემოგთავაზებთ.
თეატრი „წისქვილი ჯგუფის“ მიერ შექმნილი ახალი მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც Dining Theatre-ს კონცეფციას ეფუძნება.
Doors open: 22:00
Show and Dinner: 23:00
დეტალები: https://fb.me/e/2rOu2KgrA
ფასი ერთ პერსონაზე 650 ლარი
მაგიდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 577 000 888
„რესპუბლიკა“
წელს „რესპუბლიკას“ ტრადიციული საახალწლო კონცერტი კაბარეს სტილში, მრგვალ მაგიდებთან მოეწყობა.
გაყიდვაშია 6, 8 და 10-კაციანი მაგიდები, როგორც „ივენთ ჰოლის“ პირველ, ასევე მეორე სართულზე.
საახალწლო პროგრამა:
23:30-დან 00:30 საათამდე სტუმრებისთვის იმღერებს „ალილო“
00:30-დან 01:30 საათამდე - გიგი პიანომენი
01:30-დან 02:30 საათამდე – „ალილო“
02:30-დან 04:30 საათამდე - დათო გომართელი
ფასი 1 პერსონაზე, პირველ სართულზე - 530 ლარი,
მეორე სართულზე -
475 ლარი, რომელიც მოიცავს სპეციალურად ახალი წლისთვის შედგენილ საზიარო მენიუს, ცქრიალა ღვინოსა და საახალწლოპროგრამას.
ადგილების დასაჯავშნად დარეკეთ: 599 306 011
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია თბილისი“, რესტორანი „ფილინი“
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“, ტრადიციული ქართული სადღესასწაულო სუფრითა და ცოცხალი მუსიკით თბილისის გულში ახალი, 2023 წლის შესახვედრად გეპატიჟებათ.
ვახშამი 31 დეკემბერს, 22:00 საათზე დაიწყება.
22:00-დან 23:45-მდე სტუმრებისთვის ოთარ საგანელიძის ჯაზ ტრიო დაუკრავს.
23:45-დან 02:30-მდე - ROAD RADIO OFFSIDE-ი.
ფასი ერთ პერსონაზე: 370 ლარი
ადგილების დასაჯავშნად დარეკეთ: 598 247 362
რესტორანი „ბიოლი ჰოლი“
31 დეკემბერს, კოჯრის ტყეში ჩაფლულ ბიოლი ჰოლში გრანდიოზული წვეულება გაიმართება. ჯადოსნურ პეიზაჟებთან და სადღესასწაულო ვახშამთან ერთად, საზეიმო განწყობას შექმნის ულამაზესი ხედი ფეიერვერკებით აელვარებულ დედაქალაქზე, რომელიც ახალი წლის ღამეს ბიოლში ყველაზე ჯადოსნურ და ამაღელვებელ სანახაობად აქცევს.
საახალწლო მუსიკალურ პროგრამას წარმოადგენენ: ზურა მახნიაშვილი, მიხეილ სულუხია და ნუკა კვალიაშვილი. კონცერტის შემდეგ სტუმრების მხიარულ განწყობაზე DJ იზრუნებს.
სადღესასწაულო ვახშამზე წარმოდგენილი იქნება კერძების მრავალფეროვანი არჩევანი ბიოლი ჰოლის შეფ-მზარეულის საახალწლო მენიუდან.
ფასი ერთ პერსონაზე: 500 ლარი
კოტეჯის დაჯავშნის მსურველებმა მიმართეთ კურორტის ადმინისტრაციას
ადგილების დასაჯავშნად დარეკეთ: +995 322 322 322
სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმი“ - რესტორანი „უმამი“
რესტორანი „უმამი“ სტუმრებს 2023 წლის შეხვედრას განსაკუთრებულ გარემოში ღრუბლებთან ახლოს სთავაზობს. მენიუშია ქართული და ევროპული კერძები. საღამოს ცოცხალ მუსიკა გააფორმებს, ქალაქის პანორამული ხედი კი დაუვიწყარ განწყობას შეუქმნის სტუმრებს.
რესტორანი სტუმრების მიღება 22:00 საათიდან დაიწყებს. საახალწლო საღამოს მუსიკალურად ბენდი „სისაიდი“ გააფორმებს. იქნება გათამაშებები და პრიზები.
ფასი 1 პერსონაზე: 300 ლარი
ადგილების დასაჯავშნად დარეკეთ: 0 422 25 55 55
„მონოგრაფი“
„მონოგრაფი“ საუკეთესო ადგილი იმისთვის, რომ 2022 წლის ბოლო დღეს დაუვიწყარო გახადოთ.
31 დეკემბრის ღამეს 23:00 დან 02:00-მდე სტუმრებისთვის DJ LEVI LOVE DISCO დაუკრავს, ხოლო 2:00 დან 4:00-მდე - DJ ROY FITZ
DJ-ები დაუკრავენ „ნომურაში“.
ფასი ერთ პერსონაზე: 290 ლარი
ადგილების დასაჯავშნად დარეკეთ: 0322 24 33 44
ყვარლის ტბა
საახალწლო პროგრამა:
31 დეკემბერი
მუსიკალური გაფორმება - ნოდარიკო ხუციშვილი & ბენდი , DJ
QUERUBIM
ჯადოსნური თამაშები თქვენი პატარებისთვის - „თამაშობანა“
ტყეში ჩაფლული, მეთევზის ქოხში მოწყობილი, საახალწლო სოფელი.
ქართული ტრადიციული მასტერკლასები.
1 იანვარი
საბავშვო ჟრიამული - „თამაშობანა“
მეთევზის ქოხთან შექმნილი ზღაპრული სამყარო
მასტერკლასები
DJ ROY FITZ სეტი ტერასაზე
ადგილების დასაჯავშნად დარეკეთ: +995 577 110 715, +995 32 230 50 90
commersant.ge