ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სად ვიმოგზაუროთ 2022 წელს - CNN საუკეთესო მიმართულებებს ასახელებს
11 იანვარი, 2022

გამოცემა CNN 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს. გამოცემა შეეცადა პოპულარულ მიმართულებებთან ერთად ნაკლებად ცნობილი, თუმცა დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილებიც შეეყვანა სიაში.

ანტიგუა და ბარბუდა

ანტიგუა და ბარბუდა კარიბის ზღვის ჯუჯა სახელმწიფოა, რომელიც 2 მცირე ზომის კუნძულისგან შედგება. კუნძულების ქვიშიანი სანაპიროებისა და ეგზოტიკური ბუნების სანახავად აქ უამრავი ტურისტი ჩადის.

ბისაგოსის კუნძულები, გვინეა-ბისაუ

ბისაგოსის კუნძულები 88 მცირე ზომის კუნძულისგან შედგება, რომელთაგანაც მხოლოდ 23-ია დასახლებული. კუნძულებზე მატრიარქალური საზოგადოების წარმომადგენლები ცხოვრობენ, რასაც დღეს მსოფლიოში იშვიათად შეხვდებით.

ბრეტონის კონცხი, კანადა

ბრეტონის კონცხი, ახალ შოტლანდიაში, კანადაში მდებარეობს. აქ ჩასულ ტურისტებს საშუალება აქვთ ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის ტრადიციებსა და კულტურას გაეცნონ.

ჩილე

ჩილე საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა ეკო-ტურიზმის მოყვარულებისთვის. წყნარი ოკეანის სანაპიროსა და ანდების მთების სანახავად აქ ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩადიან.

კოლომბო

კოლომბო შრი-ლანკას უდიდესი ქალაქია. აქ ტურისტებს საშუალება აქვთ უძველესი ტურისტული ობიექტები დაათვალიერონ და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნონ.

დიჟონი, საფრანგეთი

ქალაქი დიჟონი, საფრანგეთის ბურგუნდიის რეგიონში მდებარეობს. ქალაქი განთქმულია კულინარიით, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. დიჟონში ასევე მრავლადაა მუზეუმებიც.

დისკოს სანაპირო, გრენლანდია

დისკოს სანაპირო გრენლანდიის პატარა დასახლებაა. აქ ჩასულ ტურისტებს საშუალება აქვთ გიგანტური აისბერგების გადაადგილებას, ვეშაპების ცურვასა და ჩრდილოეთის ციალს დააკვირდნენ.

გაბონების ეროვნული პარკები

გაბონების ეროვნული პარკები 13 დაცული ტერიტორიის ერთიანობაა, რომლებიც აფრიკაში მდებარეობს. მას ხშირად აფრიკის ფილტვებს უწოდებენ და მსოფლიოში მე-2 ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეა ამაზონის შემდეგ.

იორდანია

იორდანია ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ქალაქი პეტრა 2007 წელს მსოფლიოს ახალი 7 საოცრებიდან ერთ-ერთად დაასახელეს.

ლაჰტი, ფინეთი

ლაჰტი ფინეთის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქია. ქალაქთან ახლოს ათობით ტბა, ტყე და დაცული ტერიტორია მდებარეობს.

მუნგა, ავსტრალია

მუნგა, იგივე სიმპსონის უდაბნო, ავსტრალიაში მდებარეობს. აქ ავტომობილების „ოფროუდ“ შეჯიბრებები ხშირად იმართება.

სიაში ასევე მოხვდნენ:

  • ნეაპოლი, იტალია
  • ოლანტაიტამბო, პერუ
  • ორკნის კუნძულები, გაერთიანებული სამეფო
  • ოსლო, ნორვეგია
  • პალაუ
  • პენანგი, მალაიზია
  • სამხრეთ აფრიკა
  • წმ. ეუსტატიუსი, ნიდერლანდები
  • ტულსა, ოკლაჰომა, აშშ
  • ვალენსია, ესპანეთი
  • იელოუსთოუნის ეროვნული პარკი, აშშ

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.