ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სადგერის საბადოდან თერმული წყლის მოპოვების უფლება Crowne Plaza-ს მფლობელმა მიიღო
15 სექტემბერი, 2017

ბორჯომთან, სამკურნალო აბაზანებისთვის „სადგერის” მიწისქვეშა საბადოდან წყლის მოპოვებას სასტუმრო Crowne Plaza-ს მფლობელი „პარკ ჰოტელი“ განახორციელებს.

კომპანიამ სუბთერმულ - მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზია პირდაპირი წესით, მთავრობის განკარგულებით მოიპოვა. ლიცენზიის ვადა 2041 წლის 30 დეკემბრამდეა. ფასი 25 000 ლარი.

კომპანია ვალდებულია 2 წლის ვადაში უზრუნველყოს №10 ჭაბურღილის წყლის მარაგის გამოთვლა და შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე დამატებითი თანხის გადახდა და შემდგომ, საბადოს მარაგის მთლიანი რესურსის ათვისება;

შეგახსენებთ, სადგერი მდებარეობს ბორჯომის სამხრეთით 2,5 კმ-ზე, მოიპოვება გოგირდწყალბადიანი მინერალური წყლები.

შეგახსენებთ, ბორჯომის ცენტრალურ პარკში მდებარე გოგირდის ღია აუზები ე.წ „სერნი ვანებიც“ 25 წლით სასტუმრო Crowne Plaza Borjomi-ის მფლობელობაშია. 

წყარო: gbc.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.