საერთაშორისო ბრენდების პროექტების განხორციელება დაგეგმილ გრაფიკს ჩამორჩება.
„გალტ ენდ თაგარტის" ინფორმაციით, 26-დან 11 სასტუმროს დასრულების ვადა, რაც 2016-2018 წლებში იყო გაწერილი, იძულებით, 1 წლით გადავადდა. ეს პროექტები ჯამური სასტუმრო ნომრების 36.7%-ს შეადგენს.
რეგიონების მიხედვით გადავადებული პროექტების რაოდენობა განსხვავებულია: თბილისში გადადებულია 14 სასტუმროდან 2 სასტუმრო, ბათუმში 6-დან 4, ხოლო სხვა რეგიონებში 6-დან 5.
რეგიონალური დაგვიანებები შესაძლოა დიდწილად განპირობებული იყოს 2016 წლის არასტაბილური მდგომარეობით, მათ შორის, ვალუტის კურსის არამდგრადობით და საარჩევნო წლით.
მიუხედავად ამისა, წელს, საერთაშორისო ბრენდირებული სასტუმროების ნომრები გაიზრდება 1,203 ით (+69.9%) თბილისში, 224 ნომრით ბათუმში (+24.1%)
ავტორ(ებ)ი: GBC