ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისთვის შექმნილი ახალი პორტალი სრული დატვირთვით ოქტომბერში ამოქმედდება"
20 მარტი, 2024

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის თეო ნანავას განცხადებით, კერძო სექტორისთვის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად შექმნილი ახალი ონლაინ პორტალი - exhibitions.gnta.ge სრული დატვირთვით ოქტომბერში ამოქმედდება. 

როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, პორტალი ამჟამად სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს.

"ტურიზმის ადმინისტრაციისთვის გამოფენების პლატფორმის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. აქამდე გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად ტურიზმის ადმინისტრაციაში რეალურად ხდებოდა განაცხადების შემოტანა და სამართავად საკმაოდ რთული პროცესი იყო. ახალი გამოფენების პლატფორმა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები ძალიან მარტივად დარეგისტრირდნენ, შეიყვანონ ინფორმაცია, რაც არის სავალდებულო გამოფენაში მონაწილეობის შემთხვევაში. აქამდე მონაწილეობა კენჭისყრით ხდებოდა და შეზღუდული იყო მონაწილეთა რაოდენობა.

ახლა შეიქმნა სპეციალური ალგორითმი რისი მეშვეობითაც მოხდება კომპანიების შერჩევა. ძირითადი კრიტერიუმები ეს არის ის, რომ კომპანიის წარმომადგენელი უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი პირი, არ უნდა ჰქონდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს წინაშე, მას უნდა ჰქონდეს დღგ-ს ჩათვლა გარკვეული თანხის ოდენობის და ასევე, სასტუმროების შემთხვევაში მინიმუმ 50 ნომერი უნდა ჰქონდეს", - განაცხადა თეო ნანავამ. 

bp.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.