საერთაშორისო ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსის 46 ნომინაციიდან 10-ში ქართულმა ღვინომ გაიმარჯვა
საერთაშორისო ღვინისა და სპირტიანი სასმელების შეჯიბრის (International Wine and Spirit Competition - #IWSC) 2018 წლის კონკურსის 46 კატეგორიაში 10-მა ქართული ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ გაიმარჯვა, - ინფორმაციას ბრიტანეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
გამარჯვებულ კომპანიებს შორის ვერცხლისა და ბრინჯაოს კატეგორიებში დასახელდა „ანდრონიკაშვილის მარნის“, „ბადაგონის“, „შატო მუხრანის“, „თელიანი ველის“, „თბილღვინოს“, „შუხმანის ღვინოების“, „შპს ქართველის“, „ვაზიანის კომპანიის“, „თელავის მარნისა“ და „შპს ქართული ღვინო და ალკოჰოლური სასმელების“ პროდუქცია.
საერთაშორისო ღვინისა და სპირტიანი სასმელების შეჯიბრი 1969 წელს წარმოშობით ნახევრად ინგლისელმა ღვინის მეცნიერმა ანტონ მასელიმ დაარსდა. შეჯიბრი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 90 ქვეყანა იღებს. ექვსი თვის განმავლობაში 250-ზე მეტი მსაჯი 1 500 კატეგორიის გამარჯვებულს შეარჩევს, ხოლო მიღებული ჯილდოებული აღიარებით გამოირჩევა. კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება წლის ბოლოს, ნოემბერში ლონდონში იმართება.
www.travelingeorgia.ge