საქართველოში 2018 წლის სექტემბრში 892,463 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5%-ით არის გაზრდილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 763,529 შეადგინა, ზრდა 5.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 536,302 შეადგინა, რაც 44,724-ით მეტია 2017 წლის სექტემბერთან შედარებით. (ზრდა +9.1%). პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა არის შემდეგი ქვეყნებიდან: ესტონეთი +86%, შვედეთი +82%, ნიდერლანდები +79%, გერმანია +62%, ლატვია +48%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +38%, გაერთიანებული სამეფო+30% და სხვა.
განსაკუთრებული ზრდაა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +111%, ჩინეთი +95%, ბელარუსი +47%,იაპონია +38%, ისრაელი +36% და სხვა. ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან და (+27.8%), აზერბაიჯანიდან (+9.8%) განხორციელდა.
www.travelingeorgia.ge