ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საერთაშორისო სომელიეს სასწავლო პროგრამა
11 მარტი, 2024

ხეცურიანის სომელიეს სკოლა  16 მარტს იწყებს ახალ სასწავლო პროგრამას.

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ საჭირო ცოდნას ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ქართული და უცხოური მევენახეობის, მეღვინეობის, ღვინის კანონმდებლობის, Horeca სექტორის, ენოგასტრონომიული შეხამების, ღვინის ბიზნესის, ღვინის მარკეტინგისა და სხვა მნიშვნელოვანი, ღვინოსთან დაკავშირებული სფეროების შესახებ.

სასწავლო პროგრამა შედგება მოდულებისგან, თითოეულის დასრულების შემდეგ ტარდება შუალედური გამოცდა, ამის შემდეგ კი საბოლოო გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიიღებთ International Sommelier Association – ASI - მიერ გაცემულ საერთაშორისო სომელიეს სერტიფიკატს, რომელიც 68 ქვეყანაშია აღიარებული.

ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ. სამშაბათი - ხუთშაბათი: 19:00 – 21:00 სთ. და შაბათს: 11:00 – 14:00 სთ. სულ იქნება 52 შეხვედრა - 136 სთ. სასწავლო ენა - ქართული. თითოეულ ლექციას აქვს შემდეგი განრიგი: თეორია-დეგუსტაცია-ღვინის აღწერა საერთაშორისო სისტემის მიხედვით.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

  • სასწავლო პროგრამის და გამოცდის ღირებულება: 4600 ₾/თვეში - 1150 ₾
  • რეგისტრაციის ბოლო დღე - 12 მარტი
  • პროგრამის დაწყებამდე თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში მიიღებთ 10% ფასდაკლებას. ასევე გაცნობებთ, რომ ხეცურიანის სომელიეს კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს სპეციალური ფასი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი ან დაუკავშირდით:

Tel: +995 595 991 125; +995 558 240 569

E-mail: info@khetsuriani.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.