ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საერთაშორისო სპეციალისტები საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმაში ჩაერთვებიან
03 მარტი, 2021

ტურიზმის აღდგენის გეგმასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.


ტურიზმის აღდგენის გეგმა USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით შემუშავდება.


პროცესში ჩაერთვებიან საერთაშორისო სპეციალისტები და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები. გეგმა ტურიზმის სტრატეგიის ადაპტირების,   არსებული გამოწვევების დაძლევის და ინდუსტრიის ეფექტიანი აღდგენის მიმართულებით შემუშავდება.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.