ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ონლაინ წყაროების გამოყენების მაჩვენებლები მზარდი, თუმცა კვლავ დაბალია
22 თებერვალი, 2024

საერთაშორისო ვიზიტორების კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბოლო წლებში  საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ონლაინ წყაროების გამოყენების მაჩვენებლები მზარდი, თუმცა კვლავ საკმაოდ დაბალია. 2015 წელს ვიზიტორების 17% იყენებდა ონლაინ წყაროებს, ხოლო 2023 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემების მიხედვით ეს მაჩვენებელი 24%-მდე გაიზარდა.

"ევროპული ბიზნეს ასოციაციის" მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, საქართველოში  ტურისტული ბიზნესის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული შესაბამისი სტანდარტის ვებგვერდი, სერვისების ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის სისტემები და არ იყენებენ ელექტრონული კომერციის პლატფორმებს.

როგორც ასოციაციის დირექტორის მოადგილემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს კონკურენტუნარიანობის ზრდისათვის მნიშვნელოვანია ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება და მომხმარებლებზე მორგებული სოციალური მედიისა თუ სხვა ციფრული პლატფორმების გამოყენების წახალისება. 

„ციფრული ტექნოლოგიების ათვისება კვალიფიციურ სამუშაო ძალას მოითხოვს, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევაა ადგილობრივ ბაზარზე. ციფრული უნარების ნაკლებობაა დასაქმებულებში, თუმცა ზოგადად ციფრული უნარების გაზრდა როგორც ბიზნეს სექტორში ისე მომხმარებელში მნიშვნელოვანია და საჯარო და კერძო სექტორი აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში.“-აღნიშნა ნინო უშიკიშვილმა.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.