ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“საფრანგეთი-საქართველოს“ ავიატური - Rallye Aero France 2018 ბათუმიდან დაიწყო
26 ივნისი, 2018

18 ფრანგი პილოტი საქართველოში “საფრანგეთი-საქართველოს“ ავიატურის ფარგლებში ჩამოფრინდნენ. ავიატური Rallye Aero France 2018 ბათუმიდან დაიწყო, ევროპელი პილოტები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარი ვერტმფრენებით დაეშვნენ.

ევროპელი პილოტები თანმხლებ პირებთან ერთად, ბათუმის ღირშესანიშანობებს გაეცნენ.

ავიაკომპანია Service Air-ის და ფრანგი პილოტის მიშელ კოლინოს ორგანიზებით, საქართველოში დაგეგმილი ტური საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გრძელდება. ავიატურებს კომპანია უკვე 25 წელია აწყობს და საქართველოში ეს მათი პირველი ვიზიტია.

თვითმფრინავები ბათუმიდან ნატახტარის აეროდრომზე გადაფრინდნენ და ტურკომპანია Vanilla Sky-ის მიერ დაგეგმილი ტურის მიხედვით მოგზაურობას გააგრძელებენ თბილისში, თელავში, მესტიასა და ქუთაისში.

,,საქართველოს ტურისტულ ბაზარზე მსგავსი ავიატურების მასპინძლობა ახალი ტურისტული მიმართულების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს და მომავალში საკუთარი თვითმფრინავების მქონე კიდევ უფრო მეტ უცხოელ პილოტს მოიზიდავს ჩვენს ქვეყანაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ გაზრდილ ინტერესს“-აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ ზურაბ პატარაძემ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.