ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საიდან მიიღო „ჯორჯიან ეარვეისმა“ 25 მლნ ლარის ზარალი?
30 ივლისი, 2019

რუსეთის მიერ დაწესებული ავისანქციების გავლენით „ჯორჯიან ეარვეისმა“ დაახლოებით, 25 მლნ დოლარის ზარალი მიიღო – ამის შესახებ ავიაკომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ავიაკომპანიას მოუწია უკვე რეალიზებული ავიაბილეთების 80%-ის უკან დაბრუნება; გარდა ამისა, მკვეთრად შემცირდა ავიაბილეთების შეძენის მსურველთა რიცხვი, რითაც ავიაკომპანიამ ჯამში, დაახლოებით, 25 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა.

როგორც bm.ge-ისთან „ჯორჯიან ეარვეისის“ კომერციული დირექტორის მოადგილე თამუნა თანდაშვილი განმარტავს, აღნიშნული თანხა არსებულ და მოსალოდნელი ზარალს ეფუძნება, რომლის დათვლა კომპანია 20 ივნისიდან დაიწყო.

„საუბარია, იმ მგზავრების რაოდნეობაზე, რომლებმაც საერთოდ გააუქმეს ჯავშანი. ჩვენ ერთი თვით ადრე ვიწყებთ გაყიდვებს, შესაბამისად, თანხის აკუმულირება უკვე მოხდა. ავიაკომპანიის მიერ მოხდა ამ თანხების დაგეგმვა, რომ შემდეგი წლის რეისები განვახორციელოთ. ვინაიდან მოხდა დიდი რაოდეობით ჯავშნების გაუქმება, ასევე გაყიდვების პროცესი გაჩერდა (ვინაიდან ამ სეზონზე ჩვენ უკვე ვყიდით მომავალ წელსაც და მომდევნო სეზონსაც), ამ სიტუაციამ ძალიან ნეგატიურად იმოქმედა არამარტო რუსეთის მიმართულებაზე, არამედ სხვა მიმართულებებზეც.

შიშის ფაქტორი, საინფორმაციო ომი, რომელიც მიმდინარეობდა,  განსაკუთრებით სენსიტიურია ევროპული ბაზარი ამ მოვლენების მიმართ. ჯგუფური შეკვეთები, რომელიც მოდის და რომელიც ადრე იგეგმება, ფაქტიურად შეჩერდა. დიდმა ტუროპერატორებმა შეწყვიტეს ამ შეკვეთების გაცემა. დაახლოებით, 25 მილიონზეა საუბარი და ყოველდღე იცვლება ეს ციფრი გამომდინარე იქიდან, რა შეკვეთებს ვიღებთ და რა შეკვეთები უქმდება“, – განაცხადა თამუნა თანდაშვილმა.

რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისის“ მენეჯმენტის მიერ მთავრობისთვის ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართვას, როგორც თანდაშვილი განმარტავს, 20 ივნისის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროსთან მყისიერი დიალოგი დაიწყეს. მათ ჩააყენეს მთავრობა საქმის კურსში, სანამდე შეიძლება მისულიყო კომპანიის ფინანსური ზარალი. მათგან კი მიიღეს მზაობა, ერთი მხრივ, დისკუსია გამართულიყო, მეორე მხრივ კი, დაგეგმილიყო როგორ შეიძლება სახელმწიფო დაეხმაროს კერძო ავიაკომპანიას ამ ჭრილში.

„შესაბამისად, დადგენილება იქნა გამოცემული. ის არ ეხება „ჯორჯიან ეარვეისს“, ის არის მთავრობის დადგენილება, რომელიც ზოგადად მიმართულებაზე გულისხმობს მარკეტინგული აქტივობებისა და სტიმულაციის ჩართვას.  როგორც იცით კერძო სექტორი შეიკრიბა, რამდენიმე მიმართულებით დახმარება ითხოვა, ეკონომიკის სამინისტრომ განიხილა ყველა მოთხოვნა, რომელი შეიძლება ყოფილიყო რელევანტური, რომელი იქნებოდა უფრო მომგებიანი ქვეყნისთვის და კერძო სექტორისთვის და მიიღო გადაწყვეტილება.  ეს გადაწყვეტილება კონკრეტულად „ჯორჯიან ეარავეისს“ არ ეხება. ეხება იმ მოთამაშეებს, რომლებსაც შეუძლიათ სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის უზრუნველყოფა იმ ბაზრებიდან, რომლებზეც რეალური მოთხოვნაა.  ნებიმისერ კომპანიას შეუძლია თავისი პარტნიორო კომპანიის გამოყენება ასეთი ტრანზიტული ფრენების განსახორციელებლად“, – აცხადებს თამუნა თანდაშვილი.

შეგახსნებთ, მთავრობის დადგენილებით, რუსეთიდან ტრანზიტულ ფრენებს სახელმწიფო 600 000-მდე ევროთი დააფინანსებს. თითოეული მგზავრის შემთხვევაში სუბსიდია 90 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.