ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“
19 მაისი, 2022

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეში საინტერესო სიახლეებია დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი ხელოვნების სასახლეში იმ „საიდუმლო ოთახის“ გახსნაა, რომელიც ლეგენდარული სიყვარულის ისტორიას უკავშირდება. სიყვარულის ისტორიაზე და საიდუმლო ოთახზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ ისაუბრა.

როგორც გიორგი კალანდიამ აღნიშნა, ხელოვნების სასახლეში არის საიდუმლო ოთახი, რომელშიც პრინცი ოლდენბურგი და პრინცესა ოლდენბურგი საგრაფინე ჯაფარიძე - დადიანისა ერთმანეთს ხვდებოდნენ, ლეგენდის თანახმად ოთახში მოსახვედრად ლაბირინთის და ხვეული კიბის გავლა იყო საჭირო.

„სასახლეში იყო და არის საიდუმლო ოთახი, სადაც პრინცი ოლდენბურგი და პრინცესა ოლდენბურგი საგრაფინე ჯაფარიძე - დადიანისა ერთმანეთს ხვდებოდნენ, ოთახში მოსახვედრად მათ  ლაბირინთი უნდა გაევლოთ, ისინი  ერთმანეთს  საიდუმლოდ ხვდებოდნენ მანამ სანამ იმპერატორისგან ნებართვას მიიღებდნენ და მათი ქორწინება ოფიციალურად შედგებოდა. ლეგენდის თანახმად< პრინცმა ოლდენბურგმა სიყვარულის კოშკი ააშენა და თავის გულის რჩეულს მიუძღვნა. 

იმ დროინდელ ტიფლისში იყო ძალიან ლამაზი ქალბატონი აგრაფინა ჯაფარიძე, პრინც  ტარიელ დადიანის  მეუღლე,  რომელიც ძალიან  ნიჭიერი და  მომხიბვლელი იყო და მიხაილ ზიჩი ცნობილი უნგრელი მხატვარი, რომელიც ჩამოსული იყო საქართველოში ვეფხისტყაოსნის ცოცხალი სურათების დასახატად,  მან აგრაფინა  ჯაფარიძეს შესთავაზა, რომ  ვეფხისტყაოსნის  სურათებისთვის  შეესრულებინა ნესტან დარეჯანის როლი,  ამ  ღონისძიებას რუსეთის იმპერატორის ოჯახის უახლოესი წარმომადგენელი პრინცი  ოლდენბურგი დაესწრო, რომელიც ძალიან მდიდარი იყო, გარდა ამისა მისი ძმა იყო  გაგრის მფლობელი, თვითონ კი ფლობდა რამდენიმე კომერციული ორგანიზაციას და შამპანურის ქარხანას, იყო  უცოლო მაგრამ მექალთანე და ძალიან მოეწონა აგრაფინა  ჯაფარიძე,  ძალიან დიდი ხანი ცდილობდა ამ  გათხოვილი ქალის გულის მოგებას, მის მეუღლეს მილიონი ოქროს  თუმანიც კი შესთავაზა. ბოლოს  ასეთი  გამოთქმაც კი არსებობდა „ტარიელმა პრინცს მისცაო აგრაფინა კისკისაო“ ამ უკვდავი სიყვარულის  ნიშნად აშენდა ეს სასახლე,  მას  სიყვარულის  სასახლესაც კი  ეძახდნენ, ამიტომ  ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ,  რომ  ერთის მხრივ ის სამუზეუმო კოლექციები, რომელიც არის სასახლეში განთავსებული და შეიძლება ორგანულად  ამ სასახლის  ისტორიას არ  უკავშირდებოდეს და  მეორე  თავად  ეს თავგადასავალი,  რომელიც სასახლის  წარსულის  განუყრელი  ნაწილია  ერთმანეთთან დაეკავშირებინა,  ამიტომ  ჩვენთან მოსული დამთვალიერებელი  ცდილობს ამ  ორი ამბის  ერთმანეთთან  დაკავშირებას“. -  აღნიშნა გიორგი კალანდიამ.

კალანდიას თქმით ხელოვნების სასახლეში დანამდვილებით არ იცოდნენ , რომ ეს  ოთახი ნამდვილად არსებობდა, სასახლის უხუცესმა თანამშრომლებმაც იცოდნენ  რომ ოთახის  არსებობა იყო ლეგენდა, თუმცა შენობის რესტავრაციის  დროს „საიდუმლო ოთახი“ მაინც აღმოაჩინეს.

„ჩვენ ნამდვილად არ ვიცოდით, რომ სასახლეში ეს საიდუმლო ოთახი არსებობდა,  საგაზეთო სტატიებიდან ვიცოდით, რომ ასეთი საიდუმლო  ოთახი იყო, მაგრამ საიდუმლო სწორედ  იმიტომ იყო,   რომ მისი  პოვნა  ადვილად  არ ხდება. უხუცესმა თანამშრომლებმაც იცოდნენ რომ ეს იყო ლეგენდა და მეც ჩავთვალე  რომ ეს  იყო  ლეგენდა. ჩვენი  შენობა  ძალიან მძიმე მდგომარეობაში  იყო და ერთ-ერთი  მორიგი  წვიმის  დროს,  როცა  ძალიან  დიდი  წვიმა  მოვიდა  სახურავიდან  წყალმა  დაიწყო  ჩამოსვლა, ჩემ მოადგილეს  ვთხოვე,  რომ სხვენზე  ავსულიყავით იმის  დასადგენად  თუ  საიდან  მოდიოდა  ეს წყალი  და  სახურავზე მოხვედრილებმა  აღმოვაჩინეთ, რომ ის განსაკუთრებულად  იყო  გაკეთებული.  ეს  იყო სხვენისთვის  შეუსაბამო  სივრცე და  საგანგებოდ მომზადებული ,  ლაბირინთის  მსგავსი  კორიდორი  სპეციალური  კიბეები, მოხეული  კორიდორები და ამ  გზამ  მიგვიყვანა  ერთ  პატარა  ლამაზ  ოთახამდე , რომელშიც ავეჯის  ფრაგმენტები იყო  გადარჩენილი. 18 მაისს ზუსტად ამ სივრცის დათვალიერებას შეძლებს მოსული დამთვალიერებელი“. -  აღნიშნა  გიორგი კალანდიამ.

კალანდიას  თქმით, მუზეუმი შეიძლება, რომ ქვეყნის ბრენდი იყოს, რომლითაც  ქვეყანა იამაყებს, მისივე  თქმით როდესაც ვახსენებთ  ლუვრს, ასოციაცია ჩნდება საფრანგეთზე, ამიტომ მუზეუმებს  ქვეყნის  წარმოჩენისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

“საქართველო ამ თვალსაზრისით  გამორჩეული  ქვეყანაა, ქვეყანა  რომელშიც  არის  ხახულის  ხატი და  ქვეყანა რომელსაც აქვს  ფიროსმანის  შემოქმედება  მას თავისუფლად შეუძლია, რომ ეს ნაწილი მსოფლიოში ცნობადი გახადოს და საქართველო როგორც ბრენდად წარმოაჩინოს, ქვეყანას ამის რესურსი ნამდვილად აქვს   და ვფიქრობ რომ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას  იწყებს.

როცა ჩვენ ხელოვნების  სასახლეში მივედით  ასეთი  არჩევანის  წინაშე ვიდექით წავსულიყავით  კლასიკური  გზით,  რომელიც  ნაკლებ „პიპულიზმს“ მოიცავს და  ნაკლებად  ცნობადია,  თუ  წ ავსულიყავით  იმ  გზით  რომ მოგვეძებნა  ამბები, რომელიც  ხელოვნების  სასახლეს  ყველანაირი ფენისათვის მიმზიდველს გახდიდა“. -  აღნიშნა  გიორგი კალანდიამ.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.