საოჯახო ტიპის სასტუმრო Sairme Palace კადრების დეფიციტის წინაშე დგას. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, ნანა ჯანაშია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კვალიფიციურ კადრებს აქტიურ რეჟიმში ეძებენ, თუმცა უშედეგოდ.
„იმისდა მიუხედავად, რომ ჩემს თანამშრომლებს ხელფასი სრულად რჩებათ, კვებისა და ცხოვრების ხარჯებს კი სრულად მე ვფარავ, სამწუხარო რეალობაა, რომ ადამიანებს მუშაობა არ უნდათ.
წელს მაგალითად, ადამიანებისთვის თავის მოყრა ძალიან გამიჭირდა, ვინაიდან ეს სეზონური სამსახურია და მთელი წლის განმავლობაში დატვირთვა არ არის," -აცხადებს ჯანაშია.
რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, საოჯახო ტიპის სასტუმროს თანადამფუძნებლის განმარტებით, წლევანდელი სეზონი საკმაოდ გვიან დაიწყო და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ჩავარდა.
ცნობისთვის, საოჯახო ტიპის სასტუმრო Sairme Palace ბაზარზე 13 წელია ოპერირებს და საერთო ჯამში, 40-45 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია. სასტუმრო კურორტ "საირმეში" მდებარეობს.
business-partner.ge