ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
20 აგვისტო, 2019

საირმის ტყეში სამონადირეოკომპლექსის მოწყობის მიზნითრამდენიმემილიონიანი უცხოურიინვესტიცია განხორციელდება.

აუქციონი სამონადირეო მეურნეობისსპეციალური ლიცენზიის მოპოვებისმიზნით 2 აგვისტოს გაიმართა და შპს„არტემიდამ“ გაიმარჯვა.

2019 წლის 3 ივლისს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ  გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც გამოცხადდა აუქციონი, რომელიც მოიცავს სამონადირეო მეურნეობას, ეს ტერიტორია განეკუთვნება სახელწიფო სატყეო ფონდს და მდებარეობს ბაღდათის და ვანის მუნიციპალიტეტებში.

„კომერსანტმა“  ინფორმაცია გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადაამოწმა, სადაც სააგენტოს დირექტორმა ანდრო ასლანიშვილმა დაადასტურა, რომ  საირმეს  სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სპეციალური ლიცენზიისთვის მოწყობილ აუქციონში ახალმა ქართულმა კომპანიამ „არტემიდამ“ გაიმარჯვა.

ლიცენზიის სარგებლობის ვადა განსაზღვრულია 49 წლით 6794 ჰექტარ სატყეო ტერიტორიაზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  “არტემიდა“, რომლის საშუალებითაც განხორციელდება უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში, ვალდებულია სამონადირეო კოპლექსის განვითარების მიზნით 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

აუქციონზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია „არტემიდამ“  380475.2 ლარად შეიძინა.  როგორც კომპანიაში აცხადებენ კომპლექსის განვითარება საერთაშორისო სტანდარტებით მოხდება. კომპანიამ უკვე დაიწყო აღნიშნული ინვესტიციების განხორციელება.

აუქციონზე გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამონადირეო მეურნეობაში, ყოველ 1500 – 2000 ჰექტარზე, დაიქირავოს არანაკლებ 1 რეინჯერ-ეგერი, სამი ცვლის გათვალისწინებით; რეინჯერ-ეგერის არაკაპიტალური სახლის მოწყობა; არანაკლებ 1 არაკაპიტალური სამედიცინო პუნქტის მოწყობა; სამონადირეო მეურნეობის ზონირება განახორციელოს იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას დამსვენებლების, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ტყეში თავისუფლად გადაადგილებას და უსაფრთხოებას.

ამ მიზნით მოაწყოს საინფორმაციო დაფები და გამაფრთხილებელი ნიშნები. დაგეგმოს და მოაწყოს საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები.

სამონადირეო    მეურნეობის    მართვის    გეგმის    პროექტთან    ერთად საქართველოს    გარემოს    დაცვისა    და    სოფლის    მეურნეობის    სამინისტროში წარმოადგინოს  განსახორციელებელი ქმედებების დამასაბუთებელი სათანადო კვლევები და დასკვნები; სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის/ფუნქციონირებისთვის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 3 წლის ვადაში, განახორციელოს არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია და ა.შ.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.