შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი 15.5 კმ-იანი (კმ19,5-კმ35) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა.
როგორც bm.ge-ის გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 876 269 ლარით დაფინანსდა.
„პროექტის ფარგლებში განხორციელდა: მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები. ასევე, გატარდა უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ: გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
BMG