ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო ფრანკფურტში - ვამაყობთ ქართული ღვინით, რომლის დაყენების ტრადიცია 8000 წლის ისტორიას ითვლის
11 ოქტომბერი, 2018

საქართველო თავის ევროპულ ოჯახს უბრუნდება - ჯერ არა როგორც მისი სრულუფლებიანი წევრი, არამედ როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების საპატიო სტუმარი, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმა მიღებაზე ფრანკფურტში შეკრებილ სტუმრებს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საეტაპო მოვლენა ქართველი ერის ისტორიასა და კულტურაში. “საქართველო უდავოდ საინტერესო ადგილია. სამყარო ყოველდღიურად იცვლება. გამოწვევებითა და ბარიერებით აღსავსე გარემოში გვიწევს ცხოვრება და ზოგმა შეიძლება იდავოს, რომ ამ გამოწვევების გადალახვა სამხედრო ძალით ან ეკონომიკური ბერკეტებით შეიძლება. ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღეა ყველა ქართველის ცხოვრებაში, რადგან უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, თქვენთვის წარმოგვედგინა საქართველო და ის წვლილი, რომელიც საერთო ევროპულ ცივილიზაციაში შევიტანეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

როგორც წიგნების გამოფენაზე დღეს ვიხილეთ, ღონისძიების "მთავარი კერძი" მდიდარი ქართული სამზარეულო ან დიდებული ქართული ღვინოა, რომლის დაყენების ტრადიცია ჩვენთან 8000 წლის ისტორიას ითვლის. თუმცა, მომეცით უფლება, ცოტა სუბიექტური ვიყო ამ საღამოს.

ჩემი აზრით, "მთავარი კერძი", რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურაა, რომელიც ქართული თეატრით, ცეკვებითა და სიმღერებით, სახვითი ხელოვნებითა და სხვა შემოქმედებითი დარგებითაა "შეზავებული". შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა, ეს გამოცდილება და ემოციები თქვენთვის გაგვეზიარებინა”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსი, გერმანელ გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტი ჰაინრიხ რითმიულერი, საქართველოს დელეგაციის წევრები, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრები და ქართველი ავტორები დაესწრნენ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.