ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს რომელ რეგიონშია ყველაზე ძვირი სასტუმროში განთავსება - PMC-ის კვლევა
20 ივლისი, 2023

2023 წლის ივნისში, საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 485 ლარი შეადგინა. PMC-ის კვლევის მიხედვით, გასულ თვეში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ღირებულება 262 ლარი, სამვარსკვლავიანის კი 186 ლარი იყო.

რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, ამ ტიპის განთავსების ობიექტებში ნომრის საშუალო ღირებულება 133 ლარი იყო.

რეგიონების მიხედვით, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება ყველაზე ძვირი გურიაში, ხოლო ყველაზე იაფი თბილისში იყო.

გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 646 ლარი შეადგინა, კახეთში - 556 ლარი, აჭარაში - 516 ლარი, ხოლო თბილისში - 512 ლარი.

ამასთან, როგორც PMC-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის ივნისში, 2023 წლის მაისთან შედარებით, 6.3%- ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.8%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.9%-ით შემცირდა.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.