გერმანიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს და მარკეტინგული სააგენტოს “Kleber Group” წარმომადგენელს უმასპინძლა.
პრეს ტურის ფარგლებში ჟუნალისტები საქართველოში ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.
ტურის ფარგლებში ჟურნალისტები ეწვივნენ თბილისს, უფლისციხეს და იმოგზაურეს რაჭის რეგიონი. გაეცნენ ადგილობრივ კულტურასა და გასტრონომიას, დააგემოვნეს ქართულ ღვინო.
ტურის ფარგლებში საქართველოს შესახებ სტატიები დაიბეჭდება ისეთ გამოცემებში, როგორიცაა; Funke Mediengruppe, Frankfurter Rundschau, Nürnberger Nachrichten, ADAC Travel Magazin, Smokers Club & Genussmaenner.de, Mortimer Reisemagazin, Augsburger Allgemeine.
business-partner.ge