ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში გერმანელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა
01 მაისი, 2023

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, საქართველოში გერმანელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა.

ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სომელიეები, ღვინის  ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations” და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები.

გერმანელი ღვინის პროფესიონალები ქართლსა და კახეთში ღვინის მარნებს ეწვივნენ და როგორც ქართული ტრადიციული, ასევე კლასიკური მეთოდით დამზადებული სხვადასხვა სტილის ღვინო დააგემოვნეს. სტუმრები ქართული ღვინის რვაათასწლიან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, ასევე ქართულ სამზარეულოს გაეცნენ.

ტურის ფარგლებში, თბილისში მოეწყო B2B შეხვედრები, სადაც შეფასებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, ღვინის პროფესიონალებს საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელმა ათმა კომპანიამ წარუდგინა.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი.

ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა  2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიური ღონისძიებებით  გრძელდება. 

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.