საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის ნოემბერში, 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით, 8.6%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 7.1%-ით. როგორც PMC Research-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, თვიური სფი ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთში (-1.0%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი გურიაში (-29.5%).
2023 წლის ნოემბერში, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 13.2%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 12.1%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 21.5%-ით შემცირდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიში (42.9%), ყველაზე ნაკლები კი თბილისში (-23.7%).
2023 წლის ნოემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა3 143 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 221 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების4 საშუალო ფასმა დეკემბერში 117 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ნოემბერში 386 ლარი შეადგინა. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 553 ლარი შეადგინა, თბილისში - 541 ლარი, გურიაში - 358, ხოლო აჭარაში - 299.
www.businessinsider.ge