ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საკრებულომ რივიერა დაამტკიცა – ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენი აშენდება
23 აგვისტო, 2019

ბათუმის საკრებულომ “სილქ როუდ ჯგუფის” შვილობილ კომპანიას, “რივიერა ბათუმს” განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა. პროექტი ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის აშენებას ითვალისწინებს.

საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ბათუმელები პროექტს აპროტესტებდნენ და დეპუტატებს მოუწოდებდნენ, მისთვის მხარი არ დაეჭირათ.

პროექტის მიხედვით, ბათუმში იახტკლუბისა და ჭაჭა თაუერის მიმდებარედ ხუთი ცათამბჯენი უნდა აშენდეს. ისტორიული ქალაქის ნაწილში მილიარდიან პროექტს სილკ როუდ ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდთან ერთად ახორციელებს.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.