რეკრეაციული, საკურორტო კომპლექსი "კურორტი ახტალა" კომპანია „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიამ“ შეიძინა.
კომპანიამ ქონება პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 3,76 მლნ ლარად გაიყიდა.
ინვესტორი 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მოწყობაში 12 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზები, რესტორნები სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი ცენტრი, ასევე, სულ მცირე 50 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი. ამავე დროს, ინვესტორმა სასტუმრო– კომპლექსში უნდა დაასაქმოს სულ მცირე 50 ადამიანი.
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ეს უკვე რიგით მეოცე გაყიდული ობიექტია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჯამში გაყიდულია 57 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 121 მილიონზე მეტს შეადგენს.
www.travelingeorgia.ge