ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საკურორტო სეზონზე საქართველოს რკინიგზა ახალი ელექტრომატარებლის ორ რეისს ამატებს
23 ივნისი, 2017

საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, სს „საქართველოს რკინიგზა“ ორი რეისით ამატებს ახალ ელექტრომატარებელს (№808/807).

შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრომატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 23 და 24 ივნისს 10 სთ. და 30 წუთზე; ბათუმში ჩავა 15 სთ. და 29 წთ-ზე.

ბათუმიდან გამოვა 23 და 25 ივნისს 17 სთ. და 05 წთ-ზე. თბილისის ცენტრალურ ვაგზალში შემოვა 22 სთ-ზე.
საქართველოს რკინიგზა გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.