სალაშქრო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
ალგეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ათას კაციანი ბანაკი მოეწყო.
ღონისძიება მოლაშქრეთა ეროვნულმა ფედერაციამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოაწყო.
ღონისძიების პარტნიორები არიან: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.
3 დღის განმავლობაში ლაშქრობის მონაწილეებმა სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
გაიმართა სპროტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრი, მოეწო შოუები და გათამაშებები.