სალხინოს დადიანის სასახლის ხეივანში კამერული მუსიკის VIII ფესტივალი „სალხინოს კამერატა“ გაიმართება
კამერული მუსიკის VIII ფესტივალი „სალხინოს კამერატა“ მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში - სალხინოს დადიანის სასახლის ხეივანში გაიმართება.
8 ოქტომბერს ელისო ბოლქვაძე მარტვილის სამუსიკო სკოლაში მასტერკლასს ჩაატარებს.
„8 ოქტომბერი: საფორტეპიანო მუსიკა - ელისო ბოლქვაძე;
ქართული დუეტები - ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე. კონცერტმაისტერი ნინო გულიაშვილი, მოდერატორი - ნიკოლოზ წულუკიძე;
9 ოქტომბერი:
საგუნდო მუსიკა -
ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდი,
თსუ-ს სტუდენტური კაპელა,
რუსთავის ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“.
მხარდამჭერები: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია და ჭყონდიდის ეპარქია.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი - შიო აბრახამია“, - ნათქვამია განცხადებულ ინფორმაციაში.
imedinews.ge