სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი ფართოვდება – კომპანია ნოქალაქევში ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს
სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი რეგიონებში გაფართოებას გეგმავს. როგორც ცნობილია, ველნეს კურორტის მფლობელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ მჭედლიძეა, რომელსაც საკუთარი კლინიკების ქსელი „მედი“ აქვს რუსეთში.
როგორც კომპანიის დირექტორი თეა გადრანი „კომერსანტთან“ აცხადებს, ბიოლი დაახლოებით 3-5 წელში სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევშიც გაიხსნება. საუბარია, 1 ჰექტარი ტერიტორიაზე.
საბჭოთა პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიაზე სანატორიუმი იყო, ახლა კი მის ადგილზე ნანგრევებია. გადრანი განმარტავს, რომ ტერიტორია, იქვე განთავსებული გოგირდოვანი წყლის ორი გეიზერით უკვე კომპანიის საკუთრებაშია.
„პირველ რიგში დავიწყებთ სენაკით. დაცულ ტერიტორიებზე რამდენიმე ლოკაცია უკვე ნაპოვნი გვაქვს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფართის შესყიდვა/იჯარით გადაცემაზე“-აცხადებს გადრანი.
რაც შეეხება ინვესტიციას, კაპიტალიზაციის ხარჯების ჩათვლით( მიწის ღირებულება) ამ დრომდე კურორტზე დაახლოებით 25 მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. 3 წლიან პერსპექტივაში კომპანია კოჯორში არსებულ ბიოლში დამატებით ასევე 25 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს. კონკრეტულად რა ოდენობის ინვესტიცია დაიხარჯება ნოქალაქევის პროექტში, ამაზე კომპანიაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლის მშენებლობა კოჯორში 2013 წელს დაიწყო. კურორტს ხარისხიანი და ნატურალური კვების პროდუქტებით საკუთარი ფერმა და სათბური უზრუნველყოფს .
კომპანიის მიზანია საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიუმ კლასის, სამედიცინო კურორტის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე,
Commersant.ge