სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციები ერთობლივ ტურისტულ ლოკაციებს შექმნიან.
პროექტის განხორციელების შემდეგ ერთ რეგიონში ჩასული ტურისტი მეორე რეგიონსაც დაუკავშირდება. ტურისტები, რომლებიც პრომეთეს მღვიმეს, გორდის საზაფხულო რეზიდენციას და ოკაცეს კანიონს სტუმრობენ, პროექტის განხორციელების შემდეგ უნდა შევიდნენ მარტვილის და მიმდებარე მუნიციპალიტეტების ტურისტულ ობიექტებზე, ასევე პირიქით.
როგორც ადმინისტრაციების წარმომადგენლები განმარტავენ, ამისთვის საჭირო იქნება ერთობლივი ინფრასტრუქტურის მოწყობა ასევე, ერთიანი ტურისტული რუკების შექმნა, მარშრუტების განსაზღვრა, მარკირება, გიდების და მაშველების გადამზადება.
ორ რეგიონს შორის ახალ ტურისტულ მარშრუტებზე და განსახორციელებელ პროექტებზე სამუშაო ჯგუფი ინტერნსიურ რეჟიმში იმუშავებს. ჯგუფში სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციებთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად გეოგრაფები, სპელეოლოგები და დარგის სპეციალისტები შედიან. პროექტების შემუშავებაში აცღტული იქნებიან ხონის, მესტიის, სენაკის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, მერები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და დაცული ტერიტორიების წარმომადგენლები.
ინტერმუნიციპალური და ინტერრეგიონალური ტურისტული პროექტების განხორციელება, საშუალებას იძლევა ვიზიტორებმა ბევრი საინტერესო და ახალი ლოკაცია დაათვალიერონ.
www.travelingeorgia.ge