სამეგრელოს ტურისტული ლოგო ექნება. სიმბოლოს შექმნაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია. პირობების მიხედვით, ლოგო მარტივი უნდა იყოს და რეგიონის სახასიათო ელემენტებს მოიცავდეს.
ღია კონკურსს „სამეგრელო DMO” აცხადებს და მასში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს თუ იურიდიულ პირს შეუძლია.
„ლოგოში შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას როგორც, სიტყვა „სამეგრელო“ მთავარ გრაფიკულ, კომპონენტად, ასევე – სამეგრელოს სახასიათო ელემენტები – ბუნება და თავგადასავლები, ისტორია, ეთნო – ტრადიციები და გასტრონომიული კულტურა. სიმბოლო უნდა ატარებდეს პოზიტიურ შინაარსს. გარდა ამისა, შესაძლებელია სამეგრელოსთან ასოცირებული ფერების – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ლურჯი, გარდამავალ ტონალობაში – გამოყენება“.
პროექტის ბიუჯეტი 2 000 ლარია. გამარჯვებულს სპეციალური საკონკურსო კომისია გამოავლენს. ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 5 დეკემბერი.
Business-partner.ge