ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
3 ივლისიდან პირდაპირ ავიარეისებს Air Malta შეასრულებს
19 აპრილი, 2019

Interco Travel Group-ის ინფორმაციით, მათი აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი წევრი შეემატება. 2019 წლის 3 ივლისიდან Air Malta პირდაპირ, რეგულარულ ფრენებს შეასრულებს თბილისის მიმართულებით. ფრენები ყოველ ხუთშაბათს შესრულდება.

„ინტერკო თრეველ ჯგუფი“, როგორც Air Malta-ს კომერციული წარმომადგენელი საქართველოში, ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, მომხმარებლებს შესთავაზონ ევროპული საზაფხულო დასვენება მისაღებ ფასად.

“ბედნიერებას გვანიჭებს იმის გააზრება, რომ მონაწილეობას ვიღებთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაში, რადგან აღნიშული პირდაპირი რეისები საქართველოს, მალტიდან და მისი მეზობელი ევროპული ქვეყნებიდან პოტენციური ტურისტების მოზიდვაში დაეხმარება”, – აღნიშნავენ კომპანიაში.

gbc.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.