საქართველოში ქვევრების 3D პრინტერის გამოყენებით დამზადება დაიწყება. ქვევრის დასამზადებლად საჭირო თიხის გადამამუშავებელი საწარმო გაზაფხულზე იმერეთში აშენდება, ხოლო პრინტერის მეშვეობით ქვევრები თბილისში დამზადება.
წარმოების დასაწყებად საქართველოში პირველი კერამიკული 3D პრინტერის ავტორი დავით მიზანდარი დაახლოებით $1 მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვასაც გეგმავს და როგორც „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, მოლაპარაკებები პოტენციურ ინვესტორებთან აქტიურ ფაზაშია.
„ჩვენი ქვევრი უმაღლესი ხარისხის იქნება. დაცული იქნება ყველა ის ტექნოლოგია, რომელიც ღვინის ხარისხს უზრუნველყოფს და ბოლო დროს დამზადებულ ქვევრებში იშვიათად გვხვდება. გარდა ამის ჩვენი უპირატესობაა დამზადების სისწრაფეც. ჩვენი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ერთი 100 ლიტრიანი ქვევრი 90 წუთში, ხოლო ტონიანი 8 საათში დამზადდეს“,- აცხადებს მიზანდარი.
მისი განცხადებით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც ინტერესი დიდია, შეკვეთების მიღება გაზაფხულიდან იგეგმება.
businessformula.ge