3D პრინტერით შექმნილი ქვევრი საერთაშორისო კონკურს FUTURE AGRO CHALLENGE-ის ფინალშია
3D პრინტერით შექმნილი ქვევრი საერთაშორისო კონკურს Future Agro Challenge-ის ფინალშია
გამარჯვებისთვის საჭირო ხმების მიღება ონლაინ არის შესაძლებელი.
საქართველოს გუნდს დავით მიზანდარი წარადგენს. ის 60 საუკეთესო კონკურსანტთან ერთად FAC Global Championship-ზე გამოვა.
FAC Global Championship მთავარი გლობალური აგროპრენერული სამიტია, რომელიც საბერძნეთში, თესალონიკში, 2019 წლის 7-11 სექტემბერს ჩატარდება. ჩემპიონატი გამარჯვებულ გუნდებს მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან აკავშირებს.
Future Agro Challenge არის მსხვილი გლობალური ინიციატივა, რომელიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით ეძებს ინოვატორებსა და აგროპრენერებს. ინიციატივის მიმართულებებია: საკვები, აგროტექნელოგიები, აგროტურიზმი და აგროკულტურა.
ხმის მიცემისათვის მითითებულ ბმულზე ( http://bit.ly/2Y4Slao ) უნდა მოძებნოთ ქვევრის ლოგო( Qvevri.xyz ) დააჭირეთ ღილაკზე – Vote.
bm.ge