ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სამთო კურორტები 2022 -ში პანდემიამდელ მაჩვენებელზე ვერ გავა
17 თებერვალი, 2021

საერთაშორისო ვიზიტორების  93.6%-ით , მათ შირის ტურისტების 92%-ით კლება, -  PMCG -ის 2021 -ის სასტარტო თვის ანალიზით, სასტუმროების ფასების წლიური ინდექსი აჭარაში 33.8%-ით, ხსამცხე-ჯავახეთში 28.5%-ით შემცირდა.

მთის კურორტებზე სათხილამურო ტრასების ვიზიტორთა რაოდენობა 2014-2015 წლების სეზონიდან 2018-2019 წლების სეზონამდე საშუალოდ წლიურად(Y.Y)  21%-ით იზრდებოდა და შეჩერდა  2019-2020 წლებში, ხანმოკლე სათხილამურო სეზონის გამო 20% კლება აღინისნა. 2020-2021 წლების ზამთრის სეზონი კი ეპიდვითარების გამო გაუქმდა.

გაყიდვები თითო სათხილამურო დღეზე 2014-2015 ზამთრის სეზონიდან 2018-2019 სეზონის ჩათვლით, 33%-ით იზრდებოდა. 2019-2020 წლების სეზონში კი წლიურმა ზრდამ 4%-ს მიაღწია.

საქართველოში სულ 5 სათხილამურო კურორტია. ვიზიტორთა რაოდენობით გუდაური ლიდერობს. საშუალო წილი კურორტებზე მთლიან ვიზიტორებში გაანალიზებული პერიოდის განმავლობაში 67%-ს შეადგენს. ბაკურიანის წილია -26% შეადგინა. დარჩენილი 7% ნაწილდება 3 შედარებით ახალ სათხილამურო კურორტზე - გოდერძი აჭარაში, და ჰაწვალი და თეთნულდი მესტიაში.

gbc.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.