სამთო-სათხილამურო კურორტების მაშველებისთვის GPS-ის მოხმარების წესებზე ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგი სამთო-სათხილამურო კურორტების სამაშველო სამსახურის პერსონალისთვის „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და კომპანია “გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარდა.
პროფესიულმა მაშველებმა შეიძინეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. მაშველებმა შეისწავლეს დაზიანებების დროს პირველადი (ექიმამდელი) და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა; დაზარალებულის მდგომარეობის შეფასებისა და დახმარების ფორმის, ტრანსპორტირების წესების სწორად შერჩევა.
კურსის დასრულების შემდეგ მაშველებს გადაეცემათ სერთიფიკატი.
www.travelingeorgia.ge